პირველი დღე
მეორე დღე:
პირადად ჩემთვის დღევანდელი დღე იყო საინტერესო, რადგან პროექტის დაგეგმვა და კომპიუტერის უნარ-ჩვევების შეძენა და განვითარება ხდება ერთ დროულად. საინტერესო იყო პროექტისთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმის სტრატეგიების გაცნობა და პროექტის პირველ რამდენიმე პუნქტზე მუშაობა. ასევე მნიშვნელოვანი იყო გუგლის დრაივში მუშაობის გახსენება და პროექტზე მუშაობისათვის საჭირო ფაილების ახლებურად, სხვა სტრატეგიით შენახვა.
ვისურვებდი, ყოველი დღე იყოს ასეთივე საინტერესო და ნაყოფიერი.
მესამე დღე:
პროექტის პრეზენტაცია და ერთმანეთის ნამუშევრების განხილვა, ანალიზი იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.
მეხუთე დღე:
ბროშურების განხილვა და გაზიარება, კომენტარების გაკეთება იყო ძალიან საინტერესო და ამ პროცესმა საშუალება მოგვცა დაგვენახა ჩვენი ნამუშევრები სხვისი თვალით და გაგვეკეთებინა შეფასებები.
კარგი დასაწისია!
ReplyDeleteსამომავლოდ, ყურადღება გაამახვილე სუსტ მხარეებზეც, თუ რა გამოგდის მეტ-ნაკლებად კარგად და რა გიჭირს.
გამოიკვლიე საკუთარი თავი.
დასვი შეკითხვები.
გამოხატე სურვილები.
გისურვებ წარმატებებს!